Thursday, June 30, 2016

გაკვეთილი თემა
სივრცული ფიგურები
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური, მე-6 კლასი
საგნობრივი ჯგუფი/საგანი
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები/მათემატიკა
მოსწავლეთა რაოდენობა
35 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეს განუვითარდება მსჯელობადასაბუთების, სიახლის ძიების, პრეზენტაციის უნარი.შეძლებს შესწავლილი მასალის გამოყენებას საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრისას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზანი: მოსწავლემ გაიღრმავოს სივრცული წარმოდგენები,ამოიცნოს სივრცული ფიგურები, გრაფიკული გამოსახულების მიხედვითშეზლოს მათი აღწერა, ელემენტების დასახელება, ელემენტების ურთიერთმდებარეობის არწერა. სივრცული ფიგურების გამოსახულებებზე დაკვირვების საფუძველზე გამოთქვას ვარაუდი მისი ელემენტების რაოდენობებს შორის კავშირის შესახებ. გაეცნოს ეილერის ფორმულას და შეძლოს მისი გამოყენება.
შედეგები:
    ასახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
     აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);
      სხვადასხვა ფიგურებისათვის (ბრტყელი, სივრცული) ითვლის და ერთმანეთს ადარებს ეილერის მახასიათებლის მნიშვნელობებს; იყენებს ეილერის ფორმულას სივრცული ფიგურების ელემენტების რაოდენობის დასადგენად;
წინასწარი ცოდნა

  • გეომეტრიული ფიგურებსწერტილი, მონაკვეთი, წრფე, მრავალკუთხედიამოიცნობს
  • არჩევს სიბრტყეზე წრფეთა განლაგების შემთხვევებს.
  • იცის კუთხის, მისი გვერდებისა და წვეროს ცნებები
  • იცის რიცხვებზე მოქმედებების შესრულება
შეფასების საგანი და პროცედურები
ფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით: სივრცითი ფიგურის ამოცნობა, გრაფიკული გამოსახულების მიხედვით აღწერა,  ელემენტების დასახელება, ელემენტების ურთიერთმდებარეობის აღწერა, სივრცული ფიგურების გამოსახულებებზე დაკვირვების საფუძველზე  ვარაუდის გამოთქმა მისი ელემენტების რაოდენობებს შორის კავშირის შესახებ, ეილერის ფორმულის გააზრება და მისი გამოყენება.
ეფასების ტიპი: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
შეფასების რუბრიკა იხ.დანართი1.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,მათემატიკა VI კლ,ავტ:ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი. მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია.
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, პროექტორი.კომპიუტერი, პროგრამები(word, power point, google, youtube)
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა
აქტივობა1.(5წთ)
 დავალების შემოწმება და გაუებარი ამოცანის დაფაზე დაწერით ამოხსნა.(კითხვაპასუხის რეჟიმში ამოხსნის ის მოსწავლე, ვისთვისაც გაუგებარია ამოცანა)
აქტივობა2(2წთ)
. გავაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს.
აქტივობა3(10წთ)
1. ვუჩვენებ პროექტორით მრავალწახნაგებს, კერძოდ პრიზმას და პირამიდას,(სლაიდი3) განვმარტავ , რომ ეს ფიგურები მრავალწახნაგებია, რომლებიც შემოსაზღვრულია მრავალკუთხედებით. განვმარტავ წახნაგს, წიბოს და წვეროს.ვუჩვენებ სლაიდს,4,5,6,7თანმიმდევრობით.

B ფაზა
2. დავასახელებინებ ერთერთ მოსწავლეს კონკრეტული პრიზმის წახნაგებს, დავაჯგუფებინებ მეორე მოსწავლეს პარალელურ და გადამკვეთ წახნაგებად(თან განვუმარტავ გადამკვეთი და პარალელური წახნაგების ცნებას). დასახელებული წახნაგებიდან გამოვყოფთ ფუძეებს და გვერდით წახნაგებს. მივუთითებთ  თუ რა სახის მრავალკუთხედებია. აღნიშნულ დავალებას კიდევ ერთ მოსწავლეს შევასრულებინებ და ბოლოს პრიზმას ფუძის მიხედვით დავარქმევთ სახელს.
აქტივობა4. (10წთ)
ვუჩვენებ სამკუთხა, ოთკუთხა, ხუთკუთხა და ექვსკუთხა პრიზმებს სლაიდ-8-ზე. ასევე ცხრილს შესავსებად. დავალება ასეთია: ამოწერეთ წახნაგების, წიბოების და წვეროების რაოდენობა, დააკვირდით, რა კანონზომიერებას ამჩნევთ? ვინც პირველი შეავსებს და ამოიცნობს კანონზომიერებას ის გააკეთებს პრეზენტაციას და აღნიშნულს განავრცობს n-კუთხა პრიზმის წვეროს, წიბოს და წახნაგის რაოდენობის დასადგენად.
( სლაიდი9) აღნიშნულის განსამტკიცებლად სხვა მოსწავლე, უკვე ნახაზის აუგებლად დასახელებს 10–კუთხა პრიზმის შემთხვევაში.
აღნიშნული კანონზომიერების გამოყენების მიზნით ასევე მიეცემათ დამოუკიდებელი სამუშაო, ისევ პირველი შემსრულებელი აკეთებს პრეზენტაციას:
დავალება1:
 პრიზმას აქვს 18 წვერო, დაადგინეთ რამდენკუთხაა და იპოვეთ წახნაგების და წიბოების რაოდენობა.
დავალება2:
პრიზმას აქვს 18 წიბო, დაადგინეთ რამდენკუთხაადა იპოვეთ დანარჩენი ელემენტები.
დავალება 3.
პრიზმას აქვს 14 წახნაგი. დაადგინეთ რამდენკუთხაა და იპოვეთ დანარჩენი ელემენტები.
აქტივობა5. (10წთ)
(სლაიდი10)
უნდა ვიპოვოთ კანონზომიერება წვეროს წახნაგს და წიბოს დამაკავშირებელი. დავუბრუნდებით შევსებულ ცხრილს და თითოეული ფიგურისთვის გამოვათვლევინებ წვეროების და წახნაგების ჯამს რომ გამოვაკლოთ წიბოების რაოდენობა რას მივიღებთ.(დამოუკიდებლად). მივიღებთ ეილერის ფორმულას: v+f-e=2
ისმის კითხვა სამართლიანია თუ არა ეს ფორმულა ნებისმიერი პრიზმისთვის? აღნიშნულს კი ერთერთი მოსწავლე დაფაზე დაწერს . დაამტკიცებს. განსამტკიცებლად შეასრულებენ 3 დავალებას.1 იციან წახნაგების რაოდენობა და უნდა გამოთვალოს დანარჩენი
დავალებას.2 იციან წიბოების რაოდენობა და გამოთვლიან დანარჩენს
დავალებას.3 იციან წვეროების რაოდენობა და გამოთვლიან დანარჩენს,
C ფაზა
აქტივობა6.(5წთ)
 შესრულებული დავალების (სლაიდი11)განხილვა და გაკვეთილის შეჯამება
აქტივობა7.(3წთ)
 შეფასება და დავალების ჩანიშვნა: გაკვეთილზე შესრულებული ყველა აქტივობა უნდა შეასრულონ პირამიდის შემთხვევაში და შედეგები დაწერონ რვეულში. ვიზუალური მასალა  და დავალებები ნაბეჭდი სახით დაურიგდება ყველას.