სახელწოდება:ჩემი ოთახის სარემონტო ხარჯები
პროექტის მთავარი იდეა:შეძენილი ცოდნის გამოყენება საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრისას
პროექტის
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობის, პრობლემის გადაჭრის უნარი. ასევე ხარჯთაღრიცხვის წარმოების ჩვევა.
პროექტის მიზნები:მოსწავლემ შეძლოს ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა, ზომის ერთეულების დაკავშირება, საჭირო მასალის ფასის და რაოდენობის დადგენა. ხარჯთაღრიცხვის წარმოება
მონაწილეთა ასაკი: 11-12წ.
ვადები/ხანგრძლივობა:ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეს შეუძლია ოთახის ზომების მიხედვით ფართობის გამოთვლა, რემონტისთვის საჭირო მასალის შერჩევა, ფასის მიხედვით ხარჯთაღრიცხვის წარმოება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, თაბახის ფურცელი, პრინტერი
.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
- გამოთვლიან ოთახის იატაკის, კედლების, ჭერის, კარის და ფანჯრის ფართობებს.
- ინტერნეტით მოიძიებენ მასალის სახეობას და ფასებს.
- გამოთვლილი ფართობის და მასალის მონაცემების მიხედვით დაადგენენ საჭირო რაოდენობას.
- ერთეულის ფასის მიხედვით გამოთვლიან საჭირო თანხის რაოდენობას.
- დასრულებულ პროექტის ვიზუალურ მხარეს წარმოადგენენ სურათებით ან უჩვენებენ პროექტორით.
- დასრულებული ხარჯთაღრიცხვა კი ექნებათ თაბახის ფურცელზე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი:ხელოვნება-ოთახის დიზაინი. ბუნება-მასალების ფიზიკური და ქიმიური თვისებები.
პროექტის ხელმძღვანელი:ეკატერინე ნადირაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:enadirashvili111@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.ekaterinenadirashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment